Tag Archives: დაზღვევის

დაზღვევის წესები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დაზღვევის წესები – ადგენს დაზღვევის ხელშეკრულების მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, დაზღვევის ობიექტს, სადაზღვევო შემთხვევების ჩამონათვალს და გამონაკლისებს, რომელთა თანახმადაც მზღვეველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. დაზღვევის წესები ჩვეულებრივ გადმოიცემა სადაზღვევო პოლისში ანუ წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. იგი მტკიცდება სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელისა და სახელმწიფო სადაზღვევო ზედამხედველობის ორგანოების მიერ. გაფრთხილება! …………………..  

დაზღვევის დეკლარაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დაზღვევის დეკლარაცია – დამზღვევის განაცხადი დაზღვევის ობიექტისა და რისკის ხასიათის შესახებ. შეიცავს ცნობებს ობიექტის ადგილმდებარეობის, ღირებულების, მდგომარეობის, შენახვისა და გამოყენების წესის, ტექნიკური მზადყოფნის, სახანძრო ან სხვა ავარიული სიგნალიზაციის, აგრეთვე ხარისხობრივი მახასიათებლების (მარკა, მოდელი, სტრუქტურა, შემადგენლობა, ხარისხი და სხვა) შესახებ. გაფრთხილება! ..