Tag Archives: დათრგუნვა

ჰიპოვენტილაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოვენტილაცია – ფილტვების არასაკმარისი ვენტილაცია, რაც იწვევს სისხლში ნახშირმჟავას შემცველობის მომატებას და ჟანგბადის შემცველობის დაქვეითებას. მიზეზები: სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა თავის ტვინის დაავადებებისას, ზოგიერთი წამლის მიღება (მაგ. ნარკოტიკული ანალგეტიკები), ნერვულ – კუნთოვანი დაავადებები, გულ – სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის დაავადებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

ჰიპერსუბლიმაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერსუბლიმაცია – სექსუალური გამოვლინებებისა და ინტერესების დათრგუნვა აქტივობის სხვა სახეებით (სპორტული, შემოქმედებითი, საწარმოო და სხვ. ხასიათის). ტერმინი ფართოდ გამოიყენება ფსიქიატრიაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

უნლიუსტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნლიუსტი – (გერ. Unlust – უკმაყოფილება, მოწყენილობა) გუნებ – განწყობის უმიზეზო დათრგუნვა, გაღიზიანებადობა, რომელსაც თან ახლავს სურვილების არქონა. დამახასიათებელია ორგანულად განპირობებული ემოციური დარღვევებისათვის, ასევე მრავალი ფსიქიკური დაავადებების ადრეული გამოვლინებისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

უნლისტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნლისტი – (Unlust  მოწყენილობა) გუნებ – განწყობის უმიზეზო დათრგუნვა და გაღიზიანებადობა, რასაც თან ახლავს სურვილების არქონა და გარშემომყოფთა მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება; აღინიშნება მრავალი ფსიქიკური დაავადების ადრეულ პერიოდში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სპინური შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპინური შოკი – ტრავმის ქვედა დონეზე ზურგის ტვინის რეფლექტორული აქტივობის გარდამავალი დათრგუნვა მამოძრავებელი, მგრძნობიარე და ვეგეტატიური ფუნქციების  სრული დაკარგვით და დუნე დამბლის განვითარებით, ანესთეზიით, შარდვისა და დეფეკაციის  შეკავებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა