Tag Archives: დაკარგვით

დებრე – ფიბიგერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დებრე – ფიბიგერის სინდრომი – ინტერრენალური ანდროგენული ინტოქსიკაცია, თირკმელზედა ჯირკვლის პარადოქსული უკმარისობა, ფსევდოპილოროსტენოზი. ადრენოგენიტალური სინდრომი მარილების დაკარგვით. აღინიშნება დეჰიდრატაცია, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერკალიემია, ნატრიუმის მომატებული გამოყოფა შარდთან. განეკუთვნება მემკვიდრეობით დაავადებათა რიცხვს, გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული წესით და გაპირობებულია კორტიკოსტეროიდების ბიოსინთეზის დარღვევით. სინონიმები: ფსევდოადისონის სინდრომი. [“3”] გაფრთხილება!

Read More

გულყრა

გულყრა – უეცრად განვითარებული ხანმოკლე ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც მიმდინარეობს გონების დაკარგვით, კრუნჩხვებით ან დაცემით; ხშირად ტერმინი გამოიყენება ეპილეფსიის, კატალეფსიის, ისტერიის მიმართებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი