Tag Archives: დამახასიათებელ

ჭეშმარიტი ეგზემა

ჭეშმარიტი ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) ყველაზე ხშირი ლოკალიზაცია – მტევნების უკანა ზედაპირი და სახე. მწვავე პერიოდი გამოირჩევა ერითემატოზულ ფონზე მიკროვეზიკულების გამონაყრით. მათი გახსნის შემდეგ წარმოიქმნება წერტილოვანი ეროზიები (,,სეროზული ჭები’’), რომლებიც წვეთების სახით გამოყოფენ სეროზულ ექსუდატს. ანთებითი მოვლენების ჩაცხრომის პარალელურად ბუშტუკების რაოდენობა მცირდება, მათი ნაწილი შრება ქერქების წარმოქმნით, ხოლო დაზიანებულ უბნებზე ჩნდება წვრილი ქატოსებური

Read More

წითელი სირსველი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წითელი სირსველი  – გაურკვეველი ეტიოლოგიის პირის ღრუს ლორწოვანის დაავადება, მიმდინარე გამონაყრით – თეთრი ფერის კვანძები, რომლებიც ერთდებიან და ქმნიან დამახასიათებელ სურათს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შპერუნგი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შპერუნგი – (გერმ. Sperrung – გადაღობვა) ფსიქიატრიაში – აზრის მსვლელობის უეცარი გაწყვეტა ან აზრობრივი პროცესის ხანგრძლივი შეჩერება; წარმოადგენს შიზოფრენიის ერთ – ერთ დამახასიათებელ სიმპტომს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შიზოფაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიზოფაზია – (ბერძ. schizein – გახლეჩა და phasis – მეტყველება, გამოხატულება) მეტყველების დარღვევა სიტყვებსა და წინადადებებს შორის აზრობრივი კავშირის არარსებობის სახით, მათი სწორი გრამატიკული წყობის შენარჩუნების დროს. წარმოადეგენს შიზოფრენიის ერთ – ერთ დამახასიათებელ სიმპტომს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქატოსებრი ლიქენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქატოსებრი ლიქენი – კანის სოკოვანი დაავადება. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია საფუარისებრი სოკო Pityrosporum orbiculare, რომელიც პარაზიტობს ეპიდერმისის რქოვან შრეში. წინასწარგანმწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება მომატებული ოფლიანობა, სებორეული დიათეზი. კლინიკური სურათი. გულმკედის, ზურგის, კისრის, იშვიათად მხრის სარტყლის კანზე და თავის თმიანი ნაწილზე ჩნდება მცირე ზომის (დიამეტრით 3 – 5 მმ) არაანთებითი,

Read More