Tag Archives: დამოუკიდებელი

გალოპის რიტმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გალოპის რიტმი – გულის სამწევრა (იშვიათად ოთხწევრა) რიტმი, რომლის წარმოქმნაც განპირობებულია ფიზიოლოგიური ტონების გაძლიერებით, რომელიც ნორმის პირობებში არ მოისმინება (მაგრამ რეგისტრირდება ფონოკარდიოგრაფიულად). აუსკულტაციური ნიშნებით მოგვაგონებს ცხენის გალოპის რიტმს. ამ დროს გულის თითოეული ციკლის დროს გარდა ორი ტონისა მოისმინება დამატებითი ტონი. დამატებითი ტონი გალოპის რიტმის დროს აუსკულტაციურად მოისმინება

Read More

აფთები

აფთები – aphthae დამოუკიდებელი დაავადება, ან რაიმე მწვავე დაავადების (თურქული, კუჭ – ნაწლავის დაავადებები) გართულება; წარმოადგენს მტკივნეულ, ზედაპირულ, პატარა მოყვითალო წყლულებს პირის ღრუს, იშვიათად კი საშოს ლორწოვანზე. პირის ღრუს აფთებისათვის დამახასიათებელია ტკივილი, გაძლიერებული ნერწყვდენა, ყლაპვისა და ღეჭვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების შეშუპება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი