Tag Archives: დარღვევა

ალტერნაცია გულის

ალტერნაცია გულის – (alternatio cordis; ლათ. alternatio მონაცვლეობა) გულის კუმშვითი ფუნქციის დარღვევა, რომლის დროსაც გულის შედარებით ძლიერ შეკუმშვას მოჰყვება შედარებით სუსტი; ზოგჯერ გულის ალტერნაციას მიაკუთვნებენ გულის არითმიებს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ალტერაცია

ალტერაცია – (გვიანდელი ლათ. alteracio – შეცვლა) ბიოლოგიაში, უჯრედის, ქსოვილის ან ორგანოს სტრუქტურისა და ფუნქციის შეცვლა მექანიკური, თბური, ელექტრული, ქიმიური და სხვ. დამაზიანებელი ფაქტორის მოქმედებით. ვითარდება თანდათანობით. გამოვლინების ადრეულ საფეხურზე ალტერაცია შეუქცევადია, მაგრამ დამაზიანებელი აგენტის ხანგრძლივ მოქმედებას შეიძლება უჯრედისა და ქსოვილის კვდომა მოჰყვეს. ალტერაციით გამოწვეული სტრუქტურული დარღვევა დაკავშირებულია უჯრედის კოლოიდების მდგომარეობის შეცვლასთან. აგზნებადი ქსოვილების (ნერვული,

Read More