Tag Archives: დარღვევების

შვარც – ჯამპელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შვარც – ჯამპელის სინდრომი – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ჩონჩხის მრავლობითი ანომალიებისა და ნერვ – კუნთოვანი აგზნების დარღვევების კომბინაცია. დაავადება ვლინდება სიცოცხლის პირველ წელს კუნთოვანი ტონუსის მომატებით, რომლის ფონზეც შესაძლებელია წარმოიქმნას გარკვეული ჯგუფის კუნთების სპაზმი მოძრაობის დაწყების მცდელობისას, დასვენების შემდეგ ან დაკაკუნებისას. დამახასიათებელია ტანდაბლობა, სახსრების

Read More

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More