Tag Archives: დაღლით

ფონასთენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფონასთენია – ხმის პროფესიონალური დაზიანება მომღერლებში, პედაგოგებში, რაც დაკავშირებულია მეტყველებით ან ვოკალურ გადატვირთვასთან და მიმდინარეობს ტემბრის, ხმის ჟღერადობის  ცვლილებით და მისი სწრაფი დაღლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოსტკომოციური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტკომოციური სინდრომი – 1. (ლათ. post შემდეგ + commotio შერყევა) გამაღიზიანებელი სისუსტის, ფიზიკური და ფსიქიკური გამოფიტვის, თავის ტკივილების, ვეგეტატიური დარღვევების (ოფლიანობა, სიხლძარღვოვანი დარღვევები), თავბრუსხვევის და სხვ. შერწყმა, რომელიც წარმოიქმნება ქალა – ტვინის დახურული ტრავმიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. 2. პოსტკომოციური სინდრომი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება

Read More

კონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კონის სინდრომი – ენდოკრინული დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ალდოსტერონის ჭარბ სეკრეციასთან. ვლინდება თავის ტკივილით, ნიქტურიით, პოლიურიით, ადვილად დაღლით, არტერიული ჰიპერტენზიით, კალიუმის დაკარგვითა და ჰიპოკალიემიური ალკალოზით, ჰიპერვოლემიით, პლაზმაში რენინის აქტივობის დაქვეითებით. შესაძლოა უკავშირდებოდეს კეთილთვისებიან ადრენოკორტიკულ ადენომას. სიმსივნის შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს

Read More

ეოზინოფილურ – მიასთენური სინდრომი

ეოზინოფილურ – მიასთენური სინდრომი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კუნთების ტკივილებითა და სპაზმებით,  ადვილად დაღლით, სუბფებრილიტეტითა და ეოზინოფილიით პერიფერიულ სისხლში. ვლინდება პარესთეზიები, კანის ინდურაცია, კუნთოვანი სისუსტე, პოლინევროპათია. მიკროსკოპულად კანში, კუნთებში, ფასციებში აღინიშნება მიკროანგიოპათიები და ანთებითი რეაქცია. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეატონ – ლამბერტის სინდრომი

ეატონ – ლამბერტის სინდრომი – აღინიშნება ნელა მაპროგრესირებადი წვრილუჯრედოვანი ბრონქოკარცინომის დროს. ვლინდება კუნთების სისუსტით, განსაკუთრებით მენჯის და ბარძაყის მიდამოში, ადვილად დაღლით, პირის სიმშრალით, პარესთეზიებით, ღრმა მყესთა რეფლექსების მოშლით, ატაქსიით, ნისტაგმით, დიზართრიით, ინტენციური კანკალით, თავბრუსხვევით. სინონიმი: დენი – ბრაუნის IV სინდრომი. [“3”] გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი