Tag Archives: დაღლილობით

ცერებრასთენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრასთენია – პათოლოგიური მდგომარეობა: ხასიათდება მომატებული დაღლილობით; წარმოიქმნება თავის ტვინის ორგანული დაზიანების, ინფექციის, ინტოქსიკაციის შედეგად. მიმდინარეობს თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ძილის დარღვევით, ვეგეტატიური ლაბილობით, მეხსიერების დაქვეითებით. პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, უმრავლეს შემთხვევებში კეთილსაიმედოა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პანციტოპენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პანციტოპენია – სისხლის ყველა ფორმიანი ელემენტის დაბალი შემცველობა (ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების). შესაძლო მიზეზებია: ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედება, ძვლის ტვინის ჩანაცვლება, ჰიპერსპლენიზმი და სხვ. ვლინდება მზარდი სისუსტითა და ადვილად დაღლილობით, კანის საფარვლის სიფერმკრთალით ანემიზაციის გამო, სისხლდენებით თრომბოციტოპენიის გამო, ინფექციებით ნეიტროპენიის გამო. მკურნალობა: სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმა,

Read More

მიელომური დაავადება

მიელომური დაავადება – 1. ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება პარაპროტეინემიური ჰემობლასტოზების ჯგუფიდან – პლაზმური უჯრედების ზრდა ძვლის ტვინის ინფილტრაციით, ძვლოვანი ქსოვილის დაშლით და ნორმალური სისხლწარმოქმნის დარღვევით. ვლინდება სისუსტით, დაღლილობით, ოსტეოლიზის მრავლობითი კერებით, ძვლებში ტკივილით, ჰიპერკალციემიითა და სპონტანური მოტეხილობებისადმი მიდრეკილებით, ცილოვანი ცვლის დარღვევით, თირკმელების დაზიანებით, ანემიით. მკურნალობა – ქიმიოთერაპია, ზოგჯერ – სხივური თერაპია, პლაზმოფერეზი. 2. სისხლმბადი ორგანოების დაავადება,

Read More

ასთენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასთენია – (ასთენიური სინდრომი, სისუსტე, დაღლილობა) მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მომატებული დაღლილობით, ხასიათის სწრაფი ცვალებადობით, ძილის დარღვევით და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ანალბუმინემია

ანალბუმინემია – (analbuminaemia; ან – + ალბუმინი + haima სისხლი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ალბუმინების ბიოსითეზის დეფექტით და ხასიათდება მათი კონცენტრაციის დაქვეითებით სისხლში; ვლინდება დაღლილობით, სისუსტით, ტერფების პერიოდული შეშუპებით; გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი