Tag Archives: დახასიათება

ჭეშმარიტება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჭეშმარიტება – აზრში სინამდვილის სწორი, მართებული ასახვა, რომლის კრიტერიუმი საბოლოო ანგარიშით არის პრაქტიკა. ჭეშმარიტობით დახასიათება ეხება სწორედ აზრებს და არა თვთ საგნებს და მათი ენობრივი გამოთქმის საშუალებებს. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცილოვანი სპექტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილოვანი სპექტრი – სისხლის პლაზმის ცილოვანი შემადგენლობის და ცალკეული ცილოვანი ფრაქციების რაოდენობრივი თანაფარდობის დახასიათება; ცილოვანი სპექტრის განსაზღვრა საშუალებას იძლევა ჰიპო – და ჰიპერპროტეინემიის ცალკეული სახეების, ასევე იმ დაავადებების დიაგნოსტირებისა, რომელთა დროს არ აღინიშნება ცილის საერთო შემცველობის ცვლილება სისხლის პლაზმაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ფსიქიკური ჯანმრთელობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური ჯანმრთელობა – (ფსიქოლოგია) ინდივიდის ფსიქოლოგიური ფუნქციონირების სრულფასოვნების ინტერგალური დახასიათება. დაცვის, დარღვევისა და აღდგენის მექანიზმების ბუნების გაგება. ფსიქიკური ჯანმრთელობა მჭიდროდაა დაკავშირებული პიროვნების შესახებ საერთო წარმოდგენებზე და მისი განვითარების მექანიზმებზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სთენიურობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სთენიურობა – (ფსიქოლოგია)  (ბერძ. sthenos – ძალა)ინდივიდის მაღალი შრომისუნარიანობის, სხვადასხვა შეფერხებებისადმი მდგრადობის, ხანგრძლივი უწყვეტი მოღვაწეობის  დახასიათება. მისი საპირისპიროა ასთენია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რეტიკულური ბოჭკო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულური ბოჭკო – (fibra reticularis)   შემაერთებელი ქსოვილის კოლაგენური ბოჭკოს სახესხვაობა, რომელიც შეიცავს ცილა კოლაგენს (III ტიპის) და ნახშირწყლების მომატებულ რაოდენობას. მორფოლოგიური დახასიათება: უფრო თხელია, იტოტება, ქმნის ბადეს, ვერცხლის მარილებით იმპეგნირებისას მკვეთრად არგიროფილურია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More