Tag Archives: დგინდება

დოიჩლენდერის დაავადება

დოიჩლენდერის დაავადება – წინატერფის ძვლების დაზიანება სტატიკურ – დინამიკური გადატვირთვის შედეგად, მაგ. სპორტული ვარჯიშების, ხანგრძლივი ფორსირებული სიარულის დროს. დაავადების გენეზში გარკვეულ როლს ასრულებს გადატვირთვა, ბრტყელტერფიანობა, ტერფის სახსრების მადეფორმირებელი ართროზი. ვლინდება ტკივილით, ლოკალური შეშუპებით, კოჭლობით. დიაგნოზი დგინდება რენტგენოლოიგიური გამოკვლევით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აუტენტიკაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აუტენტიკაცია – (ინტ.) authentication – ინფორმაციის ნამდვილობის (აუტენტურობის) და დგენა მხოლოდ და მხოლოდ მისი შინაგანი სტრუქტურის საფუძველზე, წარმოშობის წყაროსაგან დამოუკიდებლად. აუტენტიკაციის მეთოდების დამუშავება სულ უფრო აქტუალური ხდება ინტერნეტის განვითარების კვალობაზე, რადგან პრობლემატურია ინტერნეტიდან მოპოვებული ინფორმაციის სანდოობის საკითხი. როგორც წესი,ინტერნეტიდან მოპოვებული ფარმაცევტული ინფორმაციის სანდოობის ხარისხი პირველ დონეზე დგინდება

Read More