Tag Archives: დეგენერაცია

კორტიკო – ბაზალური დეგენერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კორტიკო – ბაზალური დეგენერაცია – თავის ტვინის დეგენერაციული დავადება, რომელიც ვლინდება ბაზალური განგლიების (პარკისონიზმი, დისტონია, კანკალი, მიოკლონია) და შუბლ – თხემის ქერქის (აპრაქსია, ასტერეოგნოზი და სხვ.) დაზიანების ნიშნების შერწყმით. დამახასიათებელია ასიმეტრიული დაზიანება და ,,უცხო” ხელის ფენომენი. რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარდება უმოძრაობა და ლეტალური გამოსავალი. მკურნალობა სიმპტომატურია. გაფრთხილება!

Read More

ვილსონის დაავადება

ვილსონის დაავადება ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  ვილსონის დაავადება – ჰეპატოცერებრული დისტროფია, ჰეპატოლენტიკულური დეგენერაცია, პროგრესირებადი ლენტიკულური დეგენერაცია – მემკვიდრეობითი დაავადება, განპირობებული ცილისა და სპილენძის ცვლის დარღვევით. ახასიათებს ღვიძლის დაზიანება ციროზის განვითარებით და თავის ტვინის მეორადი დაზიანება (უპირატესად დისტროფიული პროცესები მუხუდოსებრ ბირთვებში). გამოვლინდება ექსტრაპირამიდული რიგიდობით და ფსიქიკის დარღვევით, ღვიძლის ფუნქციის მოშლის ფონზე. მემკვიდრეობის

Read More