Tag Archives: დეგენერაცია

ბუკლერსის დეგენერაცია რქოვანას

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბუკლერსის დეგენერაცია რქოვანას – (М. Bucklers, გერმ. ოფთალმოლოგი) თვალების მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება ბავშვობის ასაკში და ხასიათდება ტკივილითა და ჰიპერემიით თვალის კაკლის მიდამოში, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითებით, მისი წინა ეპითელის დეფექტებით, წინა და მოსაზღვრე ფირფიტის მთლიანობის დარღვევით, მასზე ზოლოვანი შემღვრევების წარმოქმნით; გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური არტერიის დაცობა სპაზმის, ემბოლიის ან თრომბოზის შედეგად. სიმპტომები: მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი – თეთრი, რომლის ფონზეც ჩანს მუქი წითელი ფერის ყვითელი ლაქა (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი). ბადურის არტერიები მკვეთრად შევიწროებულია, ვენები ნაკლებადაა შევიწროვებული.

Read More