Tag Archives: დეგენერაციული

შტრიუმპელის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრიუმპელის დაავადება – (A. G. G. Strumpell, გერმ. ნევროპათოლოგი; სინ.: შტრიუმპელის ოჯახური სპასტიკური პარაპლერგია)ნერვული სისტემის მემკვიდრულ – ოჯახური ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, ზურგის ტვინის მთელს სიგრძეზე პირამიდული ტრაქტის გამტარების დეგენერაციული ცვლილებებით; დამახასიათებელია ცენტრალური ქვედა პარაპარეზის განვითარება, ისე რომ მენჯის ორგანოების მგრძნობელობა და ფუნქციები შენახულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More