Tag Archives: დემენცია

დერკუმის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დერკუმის დაავადება – (F. X. Dercum, ამერ. ნევროპათ. და ფსიქიატრი; სინ.: დერკუმის სინდრომი, მტკივნეული ლიპომატოზი) ნეიროენდოკრინული დაავადება, რომლის დამახასიათებელი ნიშანია კანქვეშა უჯრედისში მრავლობითი მტკივნეული ლიპომების ან დიფუზურ – ლოკალიზებული ცხიმოვანი წარმონაქმნების განვითარება. დაავადება გვხვდება შედარებით იშვიათად; ავადდებიან უპირატესად ქალები პოსტკლიმაქტურ პერიოდში, იშვიათად – მამაკაცები; დაავადება ვითარდება ნელა;

Read More

დემენცია ინფანტილური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დემენცია ინფანტილური – (dementia infantilis; სინ. გელერის დაავადება) პროგრესირებადი ჭკუასუსტობა 3 – 5 წლის ასაკის ბავშვებში; ვლინდება შეძენილი ჩვევების დაკარვით, მეტყველების პროგრესირებადი გაღარიბებით, მის სულ გაქრობამდე, სახის გამომხატველობის შენარჩუნებით; აღინიშნება მაგ. ბავშვთა ავთვისებიანი შიზოფრენიის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More