Tag Archives: დენდრიტ

პირამიდული უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირამიდული უჯრედები – (cellulae pyramidales) თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ასოციაციური ნერვული უჯრედები. მათ სხეულს აქვს პირამიდის ფორმა, რომლის წვერი ქერქის ზედაპირისკენაა მიმართული. პირამიდული უჯრედების წვერებიდან და გვერდებიდან გამოდის დენდრიტები, ფუძიდან კი – ნეირიტი. სხეულის ზომის მი­ხედ­ვით არჩევენ მცირე, საშუალო და დიდ პირამიდულ უჯრედებს, რომლებიც ქერქში შრეებადაა განლაგებული.

Read More

პირამიდული დიდი ნეირონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირამიდული დიდი ნეირონი – (neuronum pyramidale magnum) თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის მსხვილი ნეიროციტები, რომელთა დენდრიტები ბოლოვდება რუხი ნივთიერების სხვადასხვა შრეებში, ხოლო ნეირიტები კორტიკოსპინური გზების მთავარ ნაწილებს ქმნიან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More