ყბის ცისტები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბის ცისტები – ოდონტოგენური წარმოშობის, თხიერი შემცველობის პათოლოგიური ღრუ წარმონაქმნი. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ფესვის ცისტა ვითარდება ეპითელური ელემენტებისაგან პერიოდონტში მიმდინარე ანთებითი კერის გამაღიზიანებელი ზემოქმედებით. ფოლიკულური ცისტის წარმოშობას უკავშირებენ კბილის ფოლიკულის ცისტურ გადაგვარებას. ყბების ცისტების კლინიკური მიმდინარეობა საწყის სტადიებზე უსიმპტომოა. განვითარების მიხედვით წარმოიქმნება მრგვალი, უმტკივნეული გამობერილობა. დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება