Tag Archives: დიაგნოზი

პარაცისტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაცისტიტი – შარდის ბუშტის ირგვლივი ცხიმოვანი უჯრედისის ჩირქოვანი ანთება. ვითარდება შარდის ბუშტისა და მასთან მიმდებარე ქსოვილების ტრავმის შედეგად, ინსტრუმენტალური კვლევისას, ბუშტის პუნქციისა და კათეტერიზაციის დროს, შარდის ბუშტზე, წინამდებარე ჯირკვალზე ოპერაციის შემდეგ. ვლინდება ცხელებით, ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში, მუცლის კუნთების დაჭიმვით და სხვ. დიაგნოზი დგინდება ცისტოსკოპიით, ცისტოგრაფიით გაფრთხილება!

Read More

პარაყივანახველა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაყივანახველა – 1. მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს პარაყივანახველის ჩხირი; ჰგავს ყივანახველის მსუბუქ ფორმას. ავადდებიან უპირატესად ბავშვები 2 – დან 5 წლამდე. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ შეადგენს 10 – 11 დღეს. დაავადება მიმდინარეობს ცხელების გარეშე, ხველით, რომელმაც შესაძლებელია მიიღოს კრუნჩხვითი, ყივანახველისებრი ხასიათი. გართულებები (პნევმონიები) შედარებით იშვიათია, მიდინარეობა კეთილვისებიანია.

Read More