Tag Archives: დიათეზი

პფანენშტილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პფანენშტილის სინდრომი – ახალშობილთა მძიმე, პროგრესირებადი ჰემოლიზური სიყვითლე. ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება. მიზეზია დედის ორგანიზმში ნაყოფის სისხლის რომელიმე ფაქტორისადმი ანტისხეულების წარმოშობა (ჩვეულებრივ რეზუს – ფაქტორისადმი). ნიშნები: დაბადებიდან რამდენიმე საათში ჩნდება სიყვითლე, არაიშვიათად ბავშვი უკვე სიყვითლით იბადება, ანემია – ერითრობლასტოზით, ჰეპატოსპლენომეგალია, ჰემორაგიული დიათეზი, ზოგჯერ ზოგადი შეშუპება, ცერებრული დარღვევები, კრუნჩხვები,

Read More

ნერვულ – ართრიტული დიათეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერვულ – ართრიტული დიათეზი – (ლათ. Nervus ნერვი + arthritikos ართრიტული) – კონსტიტუციის ანომალია, რომელიც ხასიათდება ართრიტებისადმი და ნერვული სისტემის დაავადებებისადმი გამოხატული წინასწარგანწყობით. ჩვილი ასაკის ბავშვებში ხასიათდება მომატებული ნერვული აგზნებადობით, ანორექსიით, სხეულის ტემპერატურის არამდგრადობით; სკოლამდელ და სკოლის ასაკის ბავშვებში – ნევროზებით, ნეიროდერმიტით, ნივთიერებათა ცვლის მოშლით. გაფრთხილება! ბმულები:

Read More