Tag Archives: დიალიზი

ციკლოდიალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციკლოდიალიზი – (cyclodialysis; ბერძ. kyklos წრე, ციკლი + დიალიზი) ცილიარული (წამწამოვანი) სხეულის სკლერიდან აშრევების ოპერაცია, რომლის მიზანია თვალის კაკლის წინა საკანსა და სუპრაქორიოიდულ სივრცეს შორის კავშირის შექმნა; ოპერაციის მიზანია თვალშიგა წნევის დაქვეითება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პერიტონეალური დიალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიტონეალური დიალიზი – ტოქსიკური ნივთიერებებისაგან ორგანიზმის გაწმენდის მეთოდი, რომლის დროსაც ნახევრადგამტარი მემბრანის როლს ასრულებს პერიტონეუმი. ამასთან მუცლის ღრუ ირეცხება სპეციალური ხსნარით, რომელიც პერიოდულად ახლდება. მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ჰემოდიალიზის ჩატარება რაიმე მიზეზის გამო შეუძლებელია. შესაძლო გართულებაა – პერიტონიტი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს

Read More

ოსტეოპათია ნეფროგენური

ოსტეოპათია ნეფროგენური – (ბერძ. Osteon ძვალი + pathos ტანჯვა, ავადყოფობა; nephros თირკმელი + gennao წარმოშობა; სინ.: ნეფროგენური ოსტეოდისტროფია, ურემიული, აზოტემიური ოსტეოპენია)ჩონჩხის დიფუზური დაზიანება თირკმელების უკმარისობისა და ტუბულოპათიების დროს, განპირობებული კალციუმ – ფოსფოროვანი ცვლის დარღვევებით. ნეფროგენული ოსტეოპათიის ძირითად მიზეზს წარმოადგენს თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ასევე თანდაყოლილი და შეძენილი ტუბულოპათიები. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს ნეფროგენული ოსტეოპათია კლინიკურად ვლინდება

Read More

ნაწლავური დიალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაწლავური დიალიზი – ქრონიკული თირკმლის უკმარისობით დაავადებული ავადმყოფების მკურნალობის მეთოდი, რომელიც დამყარებულია ნაწლავის პერფუზიაზე ხსნარით, რომელიც შეიცავს 2,4 გ/ლ NaCl, 0,3 გ/ლ KCl, 0,11 გ/ლ CaCl, 1,7 გ/ლ ნატრიუმის ბიკარბონატს, 32,8 გ/ლ მანიტოლს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ლიმფოდიალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფოდიალიზი – (lymphodialysis; ლიმფო –  + დიალიზი) ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების მოცილების მეთოდი ლიმფის დიალიზის გზით, რომელიც ხორციელდება გულმკერდის სადინრის გარეთა დრენირებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა