Tag Archives: დიაფრაგმის

ჰოლმსის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰოლმსის სიმპტომი – გულის ორტოდიაფრაგმის გამოხატული გაფართოება ფუძესთან, როდესაც ავადმყოფი წევს და სხეულის ქვემო ნახევარი აწეული აქვს ზევით (ტრენდელენბურგის მდებარება) და დიაფრაგმის მიდამოში, როდესაც ავადმყოფი ფეხზეა. დამახასიათებელია ექსუდატიური პერიკარდიტისათვის. [“3”] გაფრთხილება!  

ჩერნის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩერნის სიმპტომი – ჩასუნთქვის დროს მუცლის კედლის შეწევა  და დიაფრაგმის აწევა; აღინიშნება  მცირე ქორეით დაავადებულებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფრენიკუს – სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრენიკუს – სიმპტომი – (ლათ. (nervus) phrenicus დიაფრაგმის ნერვი)მტკივნეულობა პალპაციისას მარჯვენა ლავიწქვეშა არეში მკრედ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის ფეხებს შორის; ყველაზე უფრო ხშირად წარმოადგენს დიაფრაგმისქვეშა ან ღვიძლქვეშა, განსაკუთრებით ნაღვლის ბუშტის არეში მიმდინარე ანთებითი პროცესის ნიშანს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფრენიკოტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრენიკოტომია – (ლათ. (nervus) phrenicus დიაფრაგმის ნერვი + ბერძ. Tome გაკვეთა)ქირურგიული ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს დიაფრაგმის ნერვის გადაკვეთაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფილტვისმიერი გული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვისმიერი გული – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის შედეგად გულის მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიით და (ან) დილატაციით; წარმოიქმნება, როგორც წესი, ბრონქების, ფილტვების, ფილტვის სისხლძარღვების, დიაფრაგმის, პლევრისა და გულმკერდის დაზიანებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა