ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შისტოსომოზები – ტროპიკული ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევს ტრემატოდები. ადამიანის დასნებოვნება შისტოსომების ლავრებით ხდება ბანაობისას, თეთრეულის რეცხვის და წყალთან სხვა კონტაქტების დროს. ლავრის ჩანერგვის ადგილზე ვითარდება დერმატიტი. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ ვითარდება შისტოსომოზის ზოგადი სურათი: ცხელება, თავის ტკივილი, ტკივილები ზურგსა და კიდურებში, შემცივნება, ოფლიანობა, ჭინჭრის ცხელება, შესაძლებელია სუნთქვისა და გულ
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპტომატური წყლულები – კუჭის სიმპტომატური წყლულები წარმოადგენს კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკულ კეროვან დესტრუქციას; ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით განსხვავდება წყლულოვანი დაავადებისაგან და წარმოადგენს ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის მხოლოდ კუჭის ადგილობრივ გამოვლინებას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. კუჭის სიმპტომატური წყლულებია: 1. ,,წამლისმიერი“ წყლულები (აცეტილსალიცილის მჟავასა და მისი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რიტერის ექსფოლიაციური დერმატიტი – (G. Ritter, გერმ. ექიმი; ბერძ. derma კანი + – itis; ლათ. Exfoliare აშრევება; სინ.: რიტერის დაავადება, ახალშობილთა ექსფოლიაციური დერმატიტი) ახალშობილთა სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციების ერთ – ერთი ფორმა, რომელიც, როგორც წესი, გამოირჩევა მძიმე მიმდინარეობით და ხასიათდება გამოხატული ინტოქსიკაციით და კანის ადგილობრივი ცვლილებებით შეშუპების,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი – მდგომარეობა, რომლის დროსაც ტკივილი, რომელიც ავადმყოფს აღენიშნება ქოლეცისტექტომიამდე კვლავ რჩება ოპერციის შემდეგაც. პოსტქოლეცისტექტომური სინდრომის დროს საჭიროა განვასხვავოთ ჯგუფი დაავადებებისა, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულნი არიან ოპერაციულ ჩარევასთან, და დაავადებები რომლებიც არსებობდნენ ოპერაციამდე და შესრულებულ ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებულნი არ არიან. უკანასკნელ ჯგუფს შესაძლოა მივაკუთვნოთ: დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის