Tag Archives: დისპროპორციული

ფსიქიკური დიზონტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური დიზონტოგენეზი  – (ბერძ. Psychikos სულიერი)ფსიქიკური განვითარების დარღვევა ბავშვობისა და მოზარდ ასაკში თავის ტვინის ფუნქციის და სტრუქტურების მომწიფების პათოლოგიის შედეგად. განასხვავებენ ანტენატალურ და პოსტნატალურ დიზონტოგენეზს. მის ძირითად ტიპებს წარმოადგენს რეტარდაცია, ან შეფერხებული განვითარება, დისპროპორციული ან დამახინჯებული ფსიქიკური გავითარება, და დარღვეული ფსიქიკური განვითარება მომწიფების ასაკობრივი დისფუნქციის საფუძველზე გაფრთხილება!

Read More

რასელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რასელის სინდრომი – თანდაყოლილი ჯუჯისებრი ზრდა ემბრიონალური განვითარების დარღვევის გამო. ნიშნები: მშობიარობა დროული, ნაყოფის მასა და სიგრძე შემცირებული, თავის ქალას დისპლაზია, ჰიდროცეფალია, მაკროსტომია, მიკროგნატია, ჰიპერტელორიზმი, დისპროპორციული ჯუჯისებრი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჰიპოპლაზია, ჰიპოგენიტალიზმი, კრიპტორქიზმი, კარიესი და კბილების ნაადრევი ცვენა. სავარაუდოა გადაცემის ავტოსომურ – რეცესიულიტიპი. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

მაროტო – ლამის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაროტო – ლამის სინდრომი – პიქნოდიზოსტოზი. ჩონჩხის მემკვიდრეობითი კეთილთვისებიანი გენერალიზებული ქონდროდისტროფია, დიზოსტოზი და დისპლაზია. მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. ნიშნები: ჯუჯასებრი დისპროპორციული სიმაღლე, მოკლე კიდურები, კრანიოცეფალური დისტროფია – შედარებით დიდი თავი, დიდი ყიფლიბანდი არ იხურება სიმწიფის ასაკამდე, ქვედა კიდურის ჰიპოპლაზია, კბილების განლაგების ანომალია, კარიესები, სპონტანური მოტეხილობები, გულ

Read More