Tag Archives: დიფერენცირებული

ოსტეოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოციტები – (osteocyti ბერძნ.osteon – ძვალი და cytos – უჯრედი) – ძვლოვანი ქსოვილის უჯრედთა უმეტესი ნაწილი. მორჩებიანი ფორმის, კომპაქტური ბირთვისა და სუსტად ბაზოფილური ციტოპლაზმის მქონე უჯრედები. ძვლის მაღალდიფერენცირებული მომწიფებული უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან ძვლის ქსოვილის უჯრედშორის ნივთიერებას და უმეტესად მასში ამოქოლილ მდგომარეობაში არიან. ისინი ოსტეობლასტების დიფერენცირების ბოლო სტადიაა.

Read More

ოსტეობლასტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეობლასტები – (osteoblasti ბერძნ.osteon – ძვალი და blastos – ჩანასახი; სინ.ოსტეობლასტოციტი – osteoblastocytus) მცირედ დიფერენცირებული, მაღალი პროლიფერაციის უნარის ერთბირთვიანი ძვლის უჯრედები, რომლებიც დიფერენცირების პროცესში წარმოქმნიან ძვლის ქსოვილის უჯრედშორის ნივთიერებას. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ოსეინი, რომლისაგანაც წარმოიქმნება ძვლის შუალედური ნივთიერების – ოსეინის ფიბრილები (იხ.ოსეინის ბოჭკოები), სინთეზდება ოსტეობლასტების ერგასტოპლაზმაში, შემდეგ

Read More