Tag Archives: დროებითი

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.

Read More

სახე, წესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სახე, წესი – (ფსიქოლოგია) სამყაროსა და მისი ფრაგმენტების სუბიექტური სურათი, საკუთრივ სუბიექტის, სხვა ხალხების, გარემომცველი გარემოსა და მოვლენათა დროებითი თანამიმდევრობით ჩათვლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სარძევე კბილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარძევე კბილები – დროებითი კბილები, რომელთა ამოჭრა იწყება  ბავშვებში 6 – 9 თვის ასაკში, 2 – 3 წლისათვის ამოსულია 20 კბილი – 4 საჭრელი, 2 ეშვი, 4 მოლარი (ბავშვებში პრემოლარები არ არის). 6 – 7 წლის ასაკიდან იწყება სარძევე კბილების მოცვლა და 14 – 15 წლის ასაკისათვის

Read More

სამედიცინო ქილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამედიცინო ქილები – სამკურნალო პროცედურა – დროებითი კანქვეშა ჰიპერემიის შექმნა კანის უბანზე ჰაერის წნევის შემცირების გზით, რომელსაც ,,ეწებება” მინის ქილა. იყენებენ გულმკერდის ორგანოების ანთებითი პროცესების დროს (ბრონქიტები, კეროვანი პნევმონია), აგრეთვე მიოზიტების, ნევრალგიების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რეციდივი

რეციდივი – დაავადების ნიშნების განმეორებითი გაჩენა, მათი დროებითი გაქრობის შემდეგ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი