ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპათიკური ოფთალმია – (თვალის დაავ.) მძიმე ქრონიკული ირიდოციკლიტი, რომელიც ვითარდება დაუზიანებელ თვალში მეორე დაზიანებული თვალის, დუნედ მიმდინარე ტრავმული ირიდოციკლიტის დროს (გამჭოლი ჭრილობები, თვალზე ოპერაციების შემდეგ, რქოვანას პერფორირებული წყლული). ეტიოლოგია ბოლომდე დადგენილი არ არის. სიმპტომები. დაუზიანებელი თვალის დაავადება ვლინდება ჭრილობიდან არა ნაკლებ 12 დღისა, ხშირად – 3 –
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეფსისური გახანგრძლივებული ენდოკარდიტი – ინფექციური ხასიათის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს როგორც გულის (პირველ რიგში ენდოკარდიუმის), ასევე სხვა შინაგანის ორგანოების დაზიანებით. ენდოკარდიტი უფრო ხშირად უვითარდებათ გულის რევმატიული ან თანდაყოლილი მანკებით (მათ შორის ოპერაციის შემდგომი), ასევე ათეროსკლეროზით დაავადებულებს. იშვიათად დაავადება ვითარდება შეუცვლელი გულის ფონზე. ჩვეულებრივ დაავადების გამომწვევია მომწვანო სტრეპტოკოკი, იშვიათად
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარათირეოიდული ოსტეოდისტროფია – (ლათ. Parathyreoideus ფარისებრახლო ჯირკვლის; ბერძ. Osteon ძვალი + dys – მოშლა + trophe კვება; სინ.: რეკლინჰაუზენის დაავადება) ჩონჩხის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჰიპერპარათირეოზით – პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპერფუნქციით. დაავადებას განაპირობებს ორგანიზმში მინერალური, ძირითადად ფოსფორ – კალციუმისა და კოლაგენური ცვლის დარღვევები, სისხლში პარატჰორმონის ჭარბი რაოდენობით გამოყოფის გამო,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანორგაზმია – ყველაზე უფრო ხშირი ფრიგიდულობის გამოვლინება, განპირობებული სქესობრივი ურთიერთობების დისჰარმონიით. შესაძლებელია წარმოიქმნას მამაკაცის ნაადრევი თესლის დაღვრის, შეწყვეტილი სქესობრივი აქტის, ქალის არასაკმარისი ფსიქოეროტიკული მომზადების, არასწორად შერჩეული პოზის შედეგად. გარდა ამისა, ქალი, როგორც სექსუალური პარტნიორი უფრო დამოკიდებულია მამაკაცზე, რომელიც განსაზღვრავს სქესობრივი აქტის ჩატარების სიხშირეს, რიტმს, ფორმას, ხოლო ქცევის
აბსცესი აპენდიკულური – მწვავე აპენდიციტის დესტრუქციული ფორმების გართულება. თავდაპირველად ფორმირდება აპენდიკულური ინფილტრატი, რომელიც შედგომში გაიწოვება კონსერვატული თერაპიით, ან აბსცენდირდება. სიმპტომები, მიმდინრეობა. დაავადების დასაწყისში აღინიშნება მწვავე აპენდიციტის ტიპიური ტკივილის სინდრომი. დაგვიანებული მიმართვის, ან არასწორი დიაგნოსტირები გამო დაავადება შესაძლებელია განვითარდეს ორი მიმართულებით: პერიტონიტის პროგრესირებით და ანთებითი პროცესის შემოფარგვლით. უკანასკნელ შემთხვევაში 2 – 3 დღეში ტკივილი ცხრება, ტემპერატურა