Tag Archives: ებანი

ცისტრონები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტრონები – ცილის მთლიანი მოლეკულის აგებულების შესახებ ინფორმაციის გადაცემაში მონაწილე რამდენიმე გენის რთული ფუნქციური გაერთიანებანი. ცისტრონების როლის შესრულება შეუძლია დნმ – ის მოლეკულის გარკვეულ უბნებს, რომლებშიც წარმოიქმნება რნმ – ის მოლეკულები, რომლებიც ბირთვიდან ციტოპლაზმაში გადასცემენ გენეტიკურ ინფორმაციას სპეციფიკური ცილების სინთეზის შესახებ. ტერმინი შემოიღო ბენზერმა (1957). (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

უჯრედული თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედული თეორია – უმნიშვნელოვანესი ფართო ბიოლოგიური განზოგადება, რომელიც შეიცავს შემდეგ ძირითად დებულებებს: 1. უჯრედი ელემენტარული სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულია, რომელიც ქმნის ყველა მცენარეული და ცხოველური ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების საფუძველს; 2. ყველა სხვა ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს უჯრედების განვითარების საერთო პრინციპი –  უჯრედების წარმოქმნის პრინციპი მათი მემკვიდრეობითი გაყოფით;

Read More

უჯრედების ევოლუცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების ევოლუცია – (evolutio cellularum ლათ.evolutio – გაშლა) –  უჯრედების სტრუქტურებისა და ფუნქციის ცვლილებები ცხო­ველთა და მცენარეთა ორგანიზმების ფილოგენეტიკური განვითა­რების დროს. ამ პროცესის დაწყებით უჯრედულ პერიოდამდე ყალიბ­დება უჯრედული ორგანიზაცია, რომელიც შემდგომში სრულყოფილი ხდება ერთუჯრედოვანი და მრავალუჯრედოვანი ორგანიზმების შემადგენლო­ბაში უჯრედების განვითარების დროს. უჯრედის აგებულების ევოლუ­ციის გაგებისათვის დიდი მნიშვნელობა

Read More

სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოებები – –  იმ ექიმებისა და სხვა სპეციალისტების ნაბაყოფლობითი გაერთიანებანი, რ – ებიც სამეცნ. – კვლ. და პრაქტ. მუშაობას ეწევიან მედიცინისა და ჯანდაცვის დარგში. საბჭ. ხელისუფლების დამყარებამდე საქართველოში იყო 7 სამედ. საზ – ბა. კავკ. სამედ. საზ – ბა (თბილისი, 1864), რ – იც 1927

Read More

ინფორმოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინფორმოლოგია – (ინტ.) informology სამეცნიერო მიმართულება ( ჯერ საყოველ თაოდ არაღიარებული), რომლის შესწავლის ობიექტია საინფორმაციო სივრცე, ინფორმაციის სივრცითი ორგანიზაცია და მისი აგებულების კანონზომიერებანი. ავტორთა აზრით (ვ. მოკიი და სხვ.), ინფორმოლოგია უნდა აღვიქვათ როგორც მეცნიერება, რომლის კონცეფცია გარე სამყაროს შესწავლისადმი სისტემური მიდგომის შესაძლო ვარიანტს წარმოადგენს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More