Tag Archives: ებურებანი

პარატიფი A და B

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარატიფი A და B – მწვავე ინფექციური დაავადებები, რომელთა გამომწვევებია, შესაბამისად, A და B პარატიფის ბაქტერიები. დაავადებები ხასიათდებიან მუცლის ტიფთან ძალიან მსგავსი ეპიდემიოლოგიური თვისებებითა და კლინიკური სურათით. ინფექიის წყაროა დაავადებულები, გამოჯანმრთელებულები და ბაქტერიამტარებლები; დასნებოვნება ხდება, ორალური გზით, გამომწვევის ორგანიზმში მოხვედრის შედეგად. პარატიფი A მიმდინარეობის თავისებურებანი: უფრო მოკლე

Read More

ოჯახისა და ქორწინების ფსიქოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოჯახისა და ქორწინების ფსიქოლოგია – (ფსიქოლოგია) დისციპლინათშორისი მიმართულება ფსიქოლოგიაში, რომელიც შეისწავლის ქორწინებისა და ოჯახის პრობლემებს; მოიცავს აგრეთვე გამოკვლევებს სოციოლოგიაში, ეკონომიკაში, ეთნოგრაფიაში, ისტორიაში, იურისპრუდენციაში, დემოგრაფიაში და ა. შ. ქორწინებისა და ოჯახის ფსიქოლოგიური გამოკვლევებში შედის: იმ ფაქტორების შესწავლა, რომლებიც გავლენას ახდენენ ქორწინების ხარისხზე, ოჯახის განვითარების ციკლი, ოჯახის როლის სტრუქტურა,

Read More

ეპიდერმისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიდერმისი – (epidermis ბერძნ.epi – ზევით და derma, dermatos – კანი) კანის გარეთა საფარი, წარმოდგენილი მრავალშრიანი ბრტყელი გარქოვანებული ეპითელიუმით და შედგება 5 მორფოფუნქციური შრი­საგან: ბაზალური, წვეტიანი, მარცვლოვანი, პრიალა და გარქოვანებუ­ლისაგან. სხვადასხვა გარე და შინაგან ფაქტორთა ზემოქმედებით ეპიდერმისის მორფოლოგიური თავისებურებანი იცვლება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და

Read More

გასტრულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტრულაცია – (gastrulatio ბერძნ.gaster – კუჭი) ემბრიოგენეზის პერიოდია, რომელიც დაყოფის მომდევნოა და რომლის დროსაც ბლას­ტულიდან წარმოიქმნება გასტრულა. მიმდინარეობს ჩანასახის განვითა­რების მეორე, მესამე კვირას გასტრულის – (gastrulata) წარმოქმნით. ნაწ­ლავღრუიანებსა და ღრუბელებში იგი ორშრიანია, ხოლო მათზე მაღალ საფეხურზე მდგომ ორგანიზმებში სამი ჩანასახოვანი ფურცლის – ექტოდერმის, მეზოდერმისა და ენდოდერმისაგან შედგება.

Read More

ანკეტური გამოკითხვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანკეტური გამოკითხვა – (ფსიქოლოგია) მოსახლეობისადმი ან სპეციალისტებისადმი მიმართვა ინფორმაციისათვის, სხვადასხვა მოვლენებისადმი დამოკიდებულების შესახებ – ყველაზე გავრცელებული მეთოდი პირველადი ინფორმაციის მოსაპოვებლად სოციოლოგიაში, სადაც აუცილებელია შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ადამიანთა ქცევის ფაქტების, შეხედულებების, მათი მოქმედებების პროცესებისა და რეზულტატების მონაცემთა რეგისტრაცია. ანკეტური გამოკითხვის ჩატარების სიტუაცია წარმოადგენს ურთიერთობის კერძო შემთხვევას, მაგრამ გააჩნია

Read More