Tag Archives: ეგზოფთალმი

ქუთუთოების და ორბიტის სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქუთუთოების და ორბიტის სიმსივნეები – (თვალის დაავ.)  კეთილთვისებიანი: ორბიტის ანგიომა, ათერომა, ოსტეომა. ავთვისებიანი: ქუთუთოების კიბო, ორბიტის სარკომა. სიმპტომები. ქუთუთოების კიბო ხშირად ლოკალიზებულია ქვედა ქუთუთოს შიგნითა კუთხესთან. თავდაპირველად მას გააჩნია მკვრივი კვანძის სახე ჭარბი გარქოვანებით, შემდეგ წარმოიქმნება მცირე ზომის, ნელა ზრდადი წყლული, რომელიც დაფარულია ადვილად მოცილებადი ქერქით; მოგვიანებით

Read More

ტოლოზი – ხანტას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოლოზი – ხანტას სინდრომი – – იდიოპათიკური ქალაშიდა გრანულომატოზური ანთება, სავარაუდოდ აუტოიმუნური ბუნებისა, რომელშიც უპირატესად ჩართულია ტვინის მაგარი გარსები კავერნოზული სინუსის მიდამოში. ზოგჯერ პათოლოგიური პროცესი ვრცელდება თვალის ზედა ნაპრალზე და თვალბუდეზე. ზოგჯერ გამოხატულია ზომიერი ეგზოფთალმი, თვალის ფსკერზე ვენური შეგუბების ნიშნები. დიაგნოზის დადგენა ხდება სიმსივნის, ანევრიზმის, ინფექციური დაზიანების 

Read More

პროგერია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროგერია – (ბერძ. Progerus ნაადრევად დაბერებული; სინ.: ნაადრევი დაბერება) ორგანიზმის პათოლოგიური ნაადრევი დაბერება. განასხვავებენ პროგერიას ბავშვებსა და მოზრდილებში. პროგერია ბავშვებში საკმაოდ იშვიათად გვხვდება. პათომორფოლოგიურად ყველაზე მეტი ცვლილებები აღინიშნება გულ – სისხლძარღვთა სისტემაში გენერალიზებული ათეროსკლეროზის სახით, კორონარული არტერიების თრომბოზით და მიოკადიუმის ინფარქტით, მიოკარდიუმის ფიბროზული ცვლილებებით; გარდა ამისა, აღინიშნება

Read More

ედვარდსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ედვარდსის სინდრომი – (J. H. Edwards, ამერ. პედიატრი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია მე – 18 ქრომოსომის ტრისომიით და ვლინდება ორგანოებისა და სისტემების განვითარების მრავლობითი მანკებით. კლინიკურად ვლინდება ახალშობილის მცირე წონით (2500 გ – მდე), სახისა და ძვალ – კუნთოვანი სისტემის აგებულების მრავლობითი ანომალიებით. ავადმყოფებს აღენიშნებათ თავის ქალას

Read More

ბადურის სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის სიმსივნეები – (თვალის დაავ.) რეტინობლასტომა – ჭეშმარიტი ავთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც უვითარდებათ ბავშვებს ადრეულ ასაკში – (რამდენიმე თვიდან 2 – 5 წლამდე). სიმპტომები. უხშირესად ზიანდება ერთი თვალი. დაავადება თავდაპირველად შეუმჩნეველია, ხოლო როდესაც ახალწარმონაქმნი აღწევს მნიშვნელოვან ზომებს, მშობლები ამჩნევენ ე.წ. გუგის ნათებას. თვალი დაბრმავებულია, გუგა გაფართოებული, მისი სიღრმიდან

Read More