Tag Archives: ეთერი

სპერმაცეტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმაცეტი – (სპერმა და ბერძნ. ketos  –  ზღვის დიდი ცხოველი), ცვილისებრი ნივთიერება, რომელსაც იღებენ კაშალოტის თავის ფიბროზული პარკიდან. შედგება პალმიტინმჟავასა და ცეტილის სპირტის რტული ეთერისაგან. სპერმაცეტი წყალში უხსნადი თეთრი ფირფიტისებრი კრისტალებია. კარგად იხსნება ეთერში, აცეტონში, ცხელ სპირტში. tდნ 53 – 54°C. იყენებენ კოსმეტიკაში კრემებისა და მალამოების დასამზადებლად.

Read More

აცეტონმძარმჟავა ეთერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აცეტონმძარმჟავა ეთერი – უსიამოვნო სუნის უფერო სითხეა. შეიცავს კეტო (I) და ენოლური (II) ფორმების წონასწორულ ნარევს. იყენებენ ფარმაციაში. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ამილნიტრიტი

ამილნიტრიტი – აზოტოვანი მჟავისა და იზოამილის სპირტის რთული ეთერი. გამჭვირვალე, მოყვითალო აქროლადი სითხე, აქვს ხილის სუნი, tდუღ. 99°C ადვილად იხსნება სპირტში, ეთერსა და ქლოროფორმში, თითქმის არ იხსნება წყალში. სინათლისა და ჰაერის მოქმედებით იშლება. იხმარება სისხლძარღვთა გამაფართოებელ საშუალებად სტენოკარდიული სეტევის დროს, აგრეთვე ანტიდოტად ციანწყალბადით მოწამვლის შემთხვევაში. ამილნიტრიტი არ ენიშნებათ გლაუკომით დაავადებულებს. ა. მშვიდობაძე [“1”] გაფრთხილება! ლალი

Read More