Tag Archives: ეთილის

პირიდინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირიდინი – 1. უსიამოვნო სუნის უფერო სითხე; იყენებენ სამკურნალო საშუალებების, ჰერბიციდების სინთეზში, ეთილის სპირტის დენატურირებისათვის, როგორც გამხსნელი. პირიდინის მრავალი წარმოებული წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთს, მაგ. პირიდოქსინი, ნიკოტინი, ნიკოტინის მჟავა და სხვ. 2.  წყალში ხსნადი, უფერო კრისტალური ნივთიერება. ჰეტეროციკლური ნაერთია. შედის ნუკლეოტიდების, ვიტამინების და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების

Read More

ნევრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნევრომა – (ქირურგ.) გადაკვეთილი ნერვული ღეროს ბოლოში ნერვული გარსების და ღერძ-ცილინდროვანი წამონაზარდის სიმსივნური გაზრდა. განსაკუთრებით ხშირად ასეთი პათოლოგიები ვითარდება კიდურების ამპუტაციების შემდეგ. სიმპტომები, მიმდინარეობა. ძლიერი ტკივილები, რომლებიც ძლიერდება ტაკვზე ზეწოლით და მცირე შეხებითაც კი. ფრთხილი პალპაციით, ზოგჯერ, კანის ქვეშ, ისინჯება მცირე ზომის, მკვრივი, ძალიან მტკივნეული კვანძები ან

Read More

დენატურირებული სპირტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დენატურირებული სპირტი – ეთილის სპირტი, რომელიც შეიცავს საღებავის დანამატს, რაც აფერადებს სპირტს ლურჯ – იისფრად, და ასევე სპეციფიკურ ნივთიერებებს, რომლებიც მას აძლევენ უსიამოვნო გემოსა და სუნს. არის ერთგვარი გამხსნელი; მომწამვლელია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა