ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორდომა – ავთვისებიანი სიმსივნე ემბრიონალური სტრუქტურის ნარჩენებიდან. ხასიათდება ხანგრძლივი ინფილტრირებადი ზრდით, იშვიათად მეტასტაზირდება. უმრავლეს შემთხვევებში აზიანებს ხერხემლის კაუდალურ ბოლოს. მკურნალობა ქირურგიულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიქობაზალიომა – (trichobasalioma; ლათ. Thrix თმა + ბაზალიომა) თმის ფოლიკულის და მისი ემბრიონალური ჩანასახის ეპითელური სიმსივნე. კლინიკური სურათი ხასიათდება შუბლის კანზე, თავის თმიან ნაწილზე და კანის სხვა უბნებზე ერთეული, იშვიათად მრავლობითი, მრგვალი ფორმის, მკვრივი კონსისტენციის კვანძოვანი ელემენტების წარმოქმნით, რომლებსაც აქვთ მოყავისფერო შეფერილობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რასელის სინდრომი – თანდაყოლილი ჯუჯისებრი ზრდა ემბრიონალური განვითარების დარღვევის გამო. ნიშნები: მშობიარობა დროული, ნაყოფის მასა და სიგრძე შემცირებული, თავის ქალას დისპლაზია, ჰიდროცეფალია, მაკროსტომია, მიკროგნატია, ჰიპერტელორიზმი, დისპროპორციული ჯუჯისებრი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჰიპოპლაზია, ჰიპოგენიტალიზმი, კრიპტორქიზმი, კარიესი და კბილების ნაადრევი ცვენა. სავარაუდოა გადაცემის ავტოსომურ – რეცესიულიტიპი. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რაბდოსარკომა ბავშვებში – წარმოადგენს ბავშვებში რბილი ქსოვილების სარკომის ყველაზე ხშირ ფორმას. განასხვავებენ 3 ჰისტოლოგიურ ვარიანტს: ემბრიონალური, ალვეოლარული და პოლიმორფული. ხშირია 2 – დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში შემდეგი თანამიმდევრობით: თავი და კისერი, წინამდებარე ჯირკვალი, შარდის ბუშტი და საშო. ჭაბუკობის ასაკში ამგვარი აგებულების ავთვისებიანი სიმსივნეები გვხვდება კიდურებზე, სათესლეებში
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მედულობლასტომა – (medulloblastoma; ლათ. Medulla ძვლის ტვინი + ბერძ. Blastos ყლოტრი + – oma სიმსივნე; სინ.: სარკომატოზული გლიომა, ემბრიონალური ნეიროგლიოციტომა, ნეიროსპონგიომა, ნეიროსპონგიობლასტომა, იზომორფული გლიობლასტომა, სფერობლასტომა, გრანილობლასტომა)ცენტრალური ნერვული სისტემის ავთვისებიანი ნეიროექტოდერმული სიმსივნე. გვხვდება უპირატესად ბავშვებში; ხშირად პირველი კლინიკური სიმპტომები ვლინდება ანგინის, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, თავის დაზიანების შემდეგ. დაავადება