Tag Archives: ემოციების

ჰიპოთალამუსი

ჰიპოთალამუსი – 1. შუა ტვინის ნაწილი, რომელშიც მოთავსებულია ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრები; მჭიდროდაა დაკავშირებული ჰიპოფიზთან. ჰიპოთალამუსი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გულ – სისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მომნელებელი, გამომყოფი სისტემების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, აგერთვე ძილის, სიფხიზლის, ემოციების მექანიზმებს. 2.  შუამდებარე ტვინის ნაწილი; წარმოადგენს ნერვული უჯრედების გროვას მრავალრიცხოვანი აფერენტული და ეფერენტული კავშირებით. მონაწილეობს წყლისა და მარილების ცვლაში, აგრეთვე

Read More

ჭკუასუსტობა (დემენცია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჭკუასუსტობა (დემენცია) – ფსიქიკური მოქმედების მყარი გაღარიბება და გამარტივება, რომელიც ხასიათდება შემეცნებითი პოროცესების შესუსტებით, ემოციების გაღარიბებითა  და ქცევის დარღვევებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სიზმარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიზმარი – (ფსიქოლოგია) სუბიექტურად განცდილი წარმოდგენა, უპირატესად მხედველობითი მოდალობისა, რომელიც რეგულარულად წარმოიქმნება ძილის დროს, ძირითადად ,,სწრაფი”ძილის ფაზაში. სიზმრის შინაარსი და ემოციური შეფერილობა, პიროვნების ,,მონაწილეობის” ხარისხი საკუთარ სიზმრებში დაკავშირებულია ,,სწრაფ” ძილში ფიზიკური გადახრების ინტენსივობით. ,,სწრაფი” ძილისათვის დამახასიათებელი თავის ტვინის ქერქის აქტივაცია შედარებით მეტადაა გამოხატული მარჯვენა ნახევარსფეროში, რაც შეესაბამება

Read More

პარათიმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარათიმია – აფექტური მოვლენების (ემოციების) შეუსაბამობა მათ გამომწვევ მიზეზებთან ან სიტუაციასთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ოჟეხოვსკის ფარული მიოტონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოჟეხოვსკის ფარული მიოტონია – თანდაყოლილი მიოტონია. ვლინდება ადრეულ ბავშვიბაში, ნებისმიერ უნებლიე მოძრაობისას. აღინიშნება კუნთების გახანგრძლივებული შეკუმშვა (მიოტონური რიგიდობა). იმავე მოძრაობის განმეორებისას კუნთების დაჭიმვა თანდათანობით ქრება და მოძრაობა თავისუფალი ხდება. სიმპტომები ძლიერდება დაძაბუნებისას, ფიზიკური გადაძაბვისას, სიცივისა და ემოციების დროს. დაავადება ნელა პროგრესირებს. სინონიმები მარტინს – ჰანზემანის თანდაყოლილი მიოტონია,

Read More