ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩერნოგუბოვის დაავადება – ქვემწვავე სეპტიკური ენდოკარდიტი, ბაქტერიული ქვემწვავე ენდოკარდიტი, გახანგრძლივებული სეპტიკური ენდიკარდიტი, სეფსისის ფორმა გამოწვეული მომწვანო სტრეპტოკოკით. დამახასიათებელია მეჭეჭოვან – წყლულოვანი ენდოკარდიტის განვითარება, ძირითადად აორტის სარქველზე, გახანგრძლივებული, მძიმე მიმდინარეობა, სხვადასხვა ორგანოებში ემბოლიებისა და ინფარქტების განვითარება, კეროვანი გლომერულონეფრიტი, სპლენომეგალია, პროგრესირბადი ანემია. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეფსისური გახანგრძლივებული ენდოკარდიტი – ინფექციური ხასიათის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს როგორც გულის (პირველ რიგში ენდოკარდიუმის), ასევე სხვა შინაგანის ორგანოების დაზიანებით. ენდოკარდიტი უფრო ხშირად უვითარდებათ გულის რევმატიული ან თანდაყოლილი მანკებით (მათ შორის ოპერაციის შემდგომი), ასევე ათეროსკლეროზით დაავადებულებს. იშვიათად დაავადება ვითარდება შეუცვლელი გულის ფონზე. ჩვეულებრივ დაავადების გამომწვევია მომწვანო სტრეპტოკოკი, იშვიათად
მწვავე სეფსისური ენდოკარდიტი – წარმოადგენს ზოგადი სეფსისური პროცესის გამოვლინებასა და შედეგს, რომელიც შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვადასხვა მიკრობებით, ხშირად სტაფილოკოკებით და ენტეროკოკებით. ამასთან, თითქმის ყოველთვის აღინიშნება აშკარა ინფექციის კერა, საიდანაც დაიწყო დაავადების განვითარება. სიმპტომები. მაღალი ცხელება შემცივნებით, ოფლიანობა, ელენთის გადიდება, თავის ტვინში, ფილტვებში და სხვა ორგანოებში მეტასტაზური აბსცესები. სწრაფად ვითარდება გულის სარქვლების ნაკლოვანება, ხშირად სამკარიანი, იშვიათად
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიბმან – საქსის ენდოკარდიტი – (E. Libman, ამერ. ექიმი; B. Sacks, ამერ. ექიმი) კედლისმიერი ან სარქვლოვანი ენდოკარდის ანთება, რაც დაკავშირებულია სისტემურ წითელ მგლურასთან; ხასიათდება მეჭეჭისებრი ჩანართების განვითარებით ენდოკარდზე და ვლინდება შუილით დაზიანებული სარქვლის ზემოთ; საბოლოოდ შესაძლოა ჩამოყალიბდეს გულის მანკი, ხშირად მიტრალური უკმარისობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა