Tag Archives: ეპილეფსიური

პოსტიქტალური მდგომარეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტიქტალური მდგომარეობა – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება გენერალიზებული ტონურ – კლონური ეპილეფსიური შეტევების შემდეგ. ხასიათდება გონების თანდათანობითი დაბრუნებით. შესაძლებელია გამოვლინდეს ძილიანობით, დამუხრუჭებით, ცნობიერების დათრგუნვით და სხვ. ხშირად ვითარდება ღრმა ძილი, რის შემდეგაც ავადმყოფები გრძნობენ დამტვრეულობას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

პორენცეფალია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პორენცეფალია – 1. (porencephalia; ბერძ. poros ხვრელი, გასავალი +enkephalos თავის ტვინი) სხვადასხვა ფორმისა და ზომის პათოლოგიური ცისტური ღრუები, რომლებიც მდებარეობენ თავის ტვინის ქსოვილში. ნეიროქირურგიულ პრაქტიკაში ამ ტერმინით ზოგჯერ აღნიშნავენ ხელოვნურად შექმნილ კავშირს თავის ტვინის გვერდით პარკუჭსა და სუბარაქნოიდალურ სივრცეს შორის. განასხვავებენ ნამდვილ და ცრუ პორენცეფალიას. ნამდვილი პორენცეფალიის

Read More