Tag Archives: ერთეული

ცხვირის წითელი მარცვლოვნება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის წითელი მარცვლოვნება – (granulosis rubra nasi) იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც ვლინდება ცხვირის კანზე წითელი ფერის კვანძების არსებობით. დაავადება გვხვდება ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში; მოზრდილებში აღწერილია ერთეული შემთხვევები. ცხვირის გაწითლებულ კანზე, განსაკუთრებით მის წვერზე და ფრთებზე, ზოგჯერ კი ლოყებზე და ზედა ტუჩზე გაფანტულია მეტ – ნაკლები რაოდენობით

Read More

ცუმბუშის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცუმბუშის სინდრომი – წითელი ბრტყელი ლიქენის ატროფიული ან სკლეროზული ფორმა. ეტიოლოგია უცნობია, წარმოადგენს დამოუკიდებელ ნოზოლოგიურ ერთეულს. სხეულის ზედა ნაწილში, ზედა კიდურებზე, სასქესო ორგანოებსა და ანუსის მიდამოში არის ერთეული ან შეჯგუფული პატარა, ბრტყელი, ფაიფურისებრივად თეთრი კვანძები, ზოგჯერ მწვერვალის ჩაღრმავებით, უფრო გვიან პერიოდში ამ ადგილში რჩება წვრილი, ატროფიული, შეჭმუხვნილად

Read More

ცილოვანი აზოტის ერთეული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილოვანი აზოტის ერთეული – (PNU) არაინფექციური ალერგენების აქტიურობის საზომი ერთეული, რომელიც შეესაბამება 1 მლ ალერგენში 0,000001 მგ ცილოვანი აზოტის შემცველობას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ღვიძლის წილაკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის წილაკი – (lobulus hepaticus)  ღვიძლის სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეული, წარმოქმნილია ღვიძლის ფირფიტებით ანუ ბაგირაკებითა და წილაკშიგა სინუსოიდური ჰემაკაპილარებით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრომატიდა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომატიდა – (ბერძ . chroma ფერი + eidos სახე) ქრომოსომის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული, რომელიც წარმოიქმნება უჯრედული დაყოფის პროცესში რედუპლიკაციის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა