Tag Archives: ერთშრიანი

რძის სადინარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რძის სადინარი – (ductus lactifer)  –  სარძევე ჯირკვლის გამომტანი სადინარი, რომელიც იწყება ალვეოლიდან და ბოლოვდება სარძევე სი­ნუ­სით. წილაკის ფარგლებში კედელი ამოფენილია ერთშრიანი ეპითელიუმით, ხოლო მისგან გამოსვლის შემდეგ კი  –  მრავალშრიანით.­ (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

რეკაპიტულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეკაპიტულაცია – 1. (recapitulatio ლათ. recapitulatio  –  გამეორება)   განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი ცხოველების ემბრიონული განვითარების ამა თუ იმ ნიშნის გამეორება, არეკლვა უმაღლეს ორგანიზმში. რეკაპიტულაციის პროცესების საფუძველზე შესაძლებელია აირეკლოს, განმეორდეს ონტოგენეზში ფილოგენეზის ძირითადი ეტაპები. ადამიანის ემბრიოგენეზის რეკაპიტულაციის მაგალითებია ჩონჩხის სამი ფორმის შეცვლა  –  ქორდა, ხრტილოვანი ჩონჩხი, ძვლოვანი ჩონჩხი;

Read More