Tag Archives: ერითროციტებში

ჟოლის სხეულაკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჟოლის სხეულაკები – (J. Jolly, 1870—1953, ფრანგ. ჰისტოლოგი; სინ. ჰაუელ — ჟოლის სხეულაკები)    მცირე ზომის (1  –  2 მკმ), მრგვალი, იისფერ – წითელი ფერის ჩანართები, რომლებიც ზოგჯერ გამოვლინდებიან ერითროციტებში რომანოვსკი – გიმზათი შეღებვისას; წარმოადგენს ნორმობლასტების ბირთვების ნამსხვრევებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მეტჰემოგლობინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტჰემოგლობინემია – მეტჰემოგლობინის შემცველობის მომატება პერიფერიული სისხლის ერითროციტებში (1% – ზე ზევით); ჰემოგლობინის გარდაქმნა მეტჰემოგლობინში შესაძლებელია მოხდეს ნიტრიტებისა და ნიტრატების, ფენაცეტინის და სხვ. ზეგავლენით; მნიშვნელოვანი მეტჰემოგლობინემიის დროს ქვეითდება სისხლის მიერ ჟანგბადის ტრანსპორტი, რაც იწვევს ჟანგბადოვან შიმშილს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More