Tag Archives: ეხება

ეპითელიოქორიული პლაცენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპითელიოქორიული პლაცენტა – (placenta epitheliochorialis) იგი ნახევარპლაცენტაა. ქორიონი ეხება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დაუზიანებელ ეპითელიუმს, ქორიონის ხაოები ჩადის საშვილოსნოს კრიპტებში. საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ყველა შრე (ეპითელიუმი, სტრომა, სისხლძარღვები ენდოთელიუმი) გამოყოფს ქორიონს დედის სისხლიდან. იგი აქვს ზოგიერთ ჩლიქოსანს, მაგალითად, ღორს, აქლემს, ბეჰემოტს, ცხენს (სინ.ემბრიოტროფული პლაცენტა). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More

გორგლისახლო უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გორგლისახლოუჯრედები  – (cellulae juxtaglomerulares სინ. უჯრედები იუქსტაგლომერული) არტერიოლის კუნთოვან შრეში თირკმლის გორგლის მომტანი თავისებური უჯრედები, რომლე­ბიც განლაგებული არიან იმ უბნებში, სადაც არტერიოლა ეხება ნეფ­რონის დისტალური – (ჩასართავი) ნაწილის მკვრივ ლაქას. ვარაუ­დობენ, რომ ეს უჯრედები გამოიმუშავებენ ცილოვან ნივთიერებას – რენინს, რომელიც მონაწილეობს სისხლის წნევის რეგულაციაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ.

Read More