Tag Archives: ვარსკვლავი

ციტასტერები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტასტერები – (cytastri ბერძნ.cytos – უჯრედი და aster – ვარსკვლავი) უჯრედების ცენტრების ხელოვნურად ინდუცირებული დამატებითი ვარსკვლავები. ტერმინი შემოიღო ვილსონმა (1901). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

დიასტერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიასტერი – (diaster ბერძნ.di – ორი და aster – ვარსკვლავი; სინ. ორმაგი ვარსკვლავი, შვილეული ვარსკვლავები) მიტოზის ანაფაზის დროს აქრომატული თითისტარას პოლუსებზე ვარსკვლავების სახით განლაგებული ქრომოსომების ორი ჯგუფი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)დიკარიოზი (dicaryosis ბერძნ.di – ორი და caryon – ბირთვი)

Read More

ასტროციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასტროციტები – (astrocyti ბერძნ.aster – ვარსკვლავი და cytos – უჯრედი) ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მაკროგლიის ვარ­სკვლავისებრი უჯრედები (მრავალმორჩიანი). ასრულებენ საყრდენ ფუნქციას და ქმნიან თავისებურ კარკასს. ცენტრალური ნერვული სისტემის საყრდენი აპარატია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ასტროსფერო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასტროსფერო – (astrosphaera ბერძნ.aster – ვარსკვლავი და sphaira – სფერო) ცენტროსფეროს სახესხვაობა, რომელიც შედგება ცენტრიოლების გარშემო ნათელი ციტოპლაზმისაგან, სადაც მიტოზის დროს წარმოიქმნება ფიბრილური ძაფები, რომლებიც ცენტრიო­ლებიდან ყოველ მხარეს სხივისებრ იფანტებიან. ამ ძაფებს სხივთტეხის უნარი აქვთ. მათგან წარმოიქმნება აქრომატული თითისტარას ძაფები. ტერმინი „ასტროსფერო“ შემოიღო სტრასბურგერმა (1893). (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

ასტრო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასტრო – (ბერძნ. aster – ვარსკვლავი) რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი; მიუთითებს დამოკიდებულებას ვარსკვლავთან, ციურ სხეულებთან. მაგ.,ასტრონომია, ასტროდინამიკა, ასტროფიზიკა და სხვ. [“1”] გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა