Tag Archives: ვასკულიტი

რაიტერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რაიტერის სინდრომი – ალერგიული არტერიოლიტი (ვასკულიტი). ეტიოლოგია ალერგიული, ხშირია ერთდროულად ბრონქული ასთმა. (უხშირესად ტოქსიკო – ბაქტერიულ ფონზე  –  აღინიშნება კეროვანი ინფექცია). კანის სისხლჩაქცევების გვერდით ჩნდება პაპულები, ბორცვები, ერითემატოზული ლაქები. ჰისტოლოგიურად ცვლილებებია არტერიოლებში (ფიბროზული ნეკროზი, ირგვლივ ანთებადი ინფილტრატი). მიმდინარეობა ქრონიკული, შეტევითი  –  კანის გამოვლინებებით, ერთდროულად ტკივილით კუნთებსა და

Read More

ლეფლერის ენდოკარდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეფლერის ენდოკარდიტი – გულის პათოლოგია, გამოხატული გულის უკმარისობით, შერწყმული ვისცერულ დაზიანებასთან (კანი, კუნთები, თირკმლები, სახსრები, ფილტვები და სხვ.) და ეოზინოფილიასთან. მორფოლოგიურად წარმოადგენს კედლისამყოლ ფიბროპლასტიკურ ენდოკარდიტს თრომბებით, ახასიათებს გენერალიზებული ეოზინოფილური ვასკულიტი და ეოზინოფილური ინფილტრატები შინაგან ორგანოებში. მსგავსია ეოზინოფილური ვასკულიტისა კედლისამყოლი ენდოკარდიტით, დისემინირებული ვისცერული დაზიანებებისა. სინონიმი: მეკერის დაავადება. [“3”]

Read More

კაპილაროტიქსიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კაპილაროტიქსიკოზი – (ჰემორაგიული ვასკულიტი) ალერგიული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია კანზე წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევები, ზოგჯერ ტკივილები მუცელში, სახსრების ტკივილი და შეშუპება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კანის ვასკულიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კანის ვასკულიტი – ტერმინი, რომელიც აერთიანებს კანის დაავადებებს, რომლებიც განპირობებულია სხვადასხვა ეტიოლოგიის კანისა და კანქვეშა უჯრედისის წვრილი სისხლძარღვების, იშვიათად მსხვილი სისხლძარღვების ანთებითი დაზიანებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ანგიიტი ზემგრძნობელობითი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიიტი ზემგრძნობელობითი – (angiitis hypersensitiva; სინ. ზიკის ანგიიტი) მწვავე ალერგიული ვასკულიტი, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა ლოკალიზაციის კვანძებისა და ბორცვების წარმოქმნით, რომლებიც შემდგომში ნეკროზირდებიან. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი