Tag Archives: ვეითებული

შრედერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრედერის სინდრომი – (Н. A. Schroeder,  ამერ.  ექიმი)  არტერიული ჰიპერტენზიის შერწყმა სიმსუქნესთან და ნატრიუმის ქლორიდის დაქვეითებული შემცველობასთან საოფლე ჯირკვლების სეკრეტში, რაც განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი ნივთიერების ჰიპერფუნქციით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შარლ ბონეს ჰალუცინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარლ ბონეს ჰალუცინოზი – ჰალუცინოზი, რომელიც ვლინდება უპირატესად მხედველობითი ჰალუცინაციებით, ჩვეულებრივ ადამიანების, ცხოველების, საგნების რეალური გამოსახულებით. მიმდინარეობს ნათელი ცნობიერებისა და შენახული კრიტიკის  ფონზე, რის გამოც ავადმყოფები ასხვავებენ მოჩვენებასა და რეალობას. როგორც წესი, ვითარდება მოხუცებულებში დაქვეითებული მხედველობით. აღწერილია აგრეთვე სმენითი ვარიანტიც – სმენითი ჰალუცინაციები დაქვეითებული სმენის მქონე პირებში.

Read More