Tag Archives: ვირუს

სასუნთქი გზების მწვავე კატარი

სასუნთქი გზების მწვავე კატარი – კლინიკურად მსგავსი მწვავე ინფექციური დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელთა გამომწვევია უპირატესად ვირუსები (ადენოვირუსები, რეოვირუსები, ენტეროვირუსები); გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით; რეგისტრირდება სპორადიული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით; ხასიათდება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთებით (მაგალითად, რინოფარინგიტის, ლარინგოტრაქეიტის სახით), იშვიათად კონიუნქტივიტით, ზომიერი ინტოქსიკაციით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რესპირატორულ – ვირუსული დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რესპირატორულ – ვირუსული დაავადებები – (ლათ. Respiratio სუნთქვა) ვირუსული დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების უპირატესი დაზიანებით. მათ მიეკუთვნება გრიპი, პარაგრიპი, რესპირატორულ – სინციტიალური ინფექცია, რინოვირუსული დაავადება, კოკსაკ – ვირუსული დაავადება, კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები. რესპირატორულ – ვირუსული დაავადებების გამომწვევი ვირუსები მიეკუთვნებიან სხვადასხვა ჯგუფებს და ახასიათებთ

Read More

პარვოვირუსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარვოვირუსები – (parvoviridae; ლათ. Parvus პატარა + ვირუსები) ვირუსების ოჯახი, რომელშიც გაერთიანებულია ხერხემლიანებისა და მწერების ყველაზე მცირე და მარტივად ორგანიზებული დნმ – შემცველი ვირუსები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

პაპოვავირუსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პაპოვავირუსები – დნმ – შემცველი ვირუსები, რომლებიც ადამიანსა და ცხოველებში იწვევენ სიმსივნეს (პაპილომების ან მეჭეჭების ვირუსები, პოლიომები) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ნელი ვირუსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნელი ვირუსები – (ლათ. Virus შხამი) ვირუსების ჯგუფი, რომლებიც იწვევენ უპირატესად ნერვული ან სისხლმბადი სისტემის ნელა გნვითარებად დაავადებებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა