Tag Archives: ზოგად

კანის ანგიიტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კანის ანგიიტები – (ვასკულიტები) ანთებით – ალერგიული დერმატოზების ჯგუფი, რომელთა ძირითადი გამოვლინებაა სხვადასხვა კალიბრის დერმოჰიპოდერმული სისხლძარღვების დაზიანება. ეტიოლოგია ცნობილი არ არის. პათოგენეზი უმრავლეს შემთხვევაში იმუნოკომპლექსურია (სისხლძარღვთა კედლების დაზიანება იმუნური დეპოზიტებით ინფექციური, მედიკამენტოზური და სხვა ანტიგენებთან ერთად). ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება ფოკალურ ქრონიკულ ინფექციას (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ტუბერკულოზის ჩხირი, საფუარის

Read More

ექსუდაციური ენტეროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსუდაციური ენტეროპათია – (ბავშვებში) დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების ჰეტეროგენული ჯგუფი, რომელიც ხასიათდება პლაზმის ცილების მომატებული დაკარგვით კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, შეწოვის მოშლისა და ჰიპოპროპტეინემიის მოვლენებით, ასევე შეშუპებებით, ფიზიკური განვითარების შეფერხებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. განასხვავებენ პირველად (მემკვიდრულ) და მეორად (შეძენილ) ექსუდაციურ – ენტეროპათიას. ავადმყოფთა უმრავლესობაში ვლინდება ლიმფანგიექტაზია ნაწლავის შემოფარგლულ

Read More