Tag Archives: ზომებს

სემინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სემინომა – – 1. სათესლის ავთვისებიანი სიმსივნე. 2.(ლათ. Semen +  – oma სიმსივნე; სინ.: სპერმატობლასტომა, სპერმატოციტომა) ავთვისებიანი სიმსივნე ჰერმინოგენული უჯრედებიდან. ხშირია 20 – 40 ასაკში, ბავშვებში აღინიშნება იშვიათად. ზოგჯერ სემინომა მდებარეობს სათესლის გარეთ (ექსტრაგონადული სემინომა), მაგ. წინა შუასაყარში ან მუცლის უკანა სივრცეში. განასხვავებენ ტიპიურ, ანაპლასტიურ და სპერმატოციტულ

Read More

ოსტეობლასტოკლასტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეობლასტოკლასტომა – ძვლის გავრცელებული სიმსივნე. შესაძლებელია მომდინარეობდეს კეთილთვისებიანად და მიაღწიოს მნიშვნელოვან ზომებს, ან შესაძლებელია გადავიდეს ავთვისებიან ფორმაში, იშვიათად გვხვდება პირველადი ავთვისებიანი ოსტეობლასტოკლასტომა. უპირატესად ლოკალიზდება გრძელი მილოვანი ძვლების ბოლო ნაწილებში, იშვიათად ბეჭში, ნეკნებში, მენჯის ძვლებში და სხვ. ვლინდება სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილებით მოსვენებით მდგომარეობისას, ტკივილით მოძრაობის დროს შესაბამის სახსარში

Read More