Tag Archives: ზონის

შუბლის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუბლის სინდრომი – (სინ.: პრეფრონტალური ზონის სინდრომი) ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ტვინის შუბლის წილის კეროვანი დაზიანების დროს; სინდრომი აღინიშნება ქალა – ტვინის ტრავმის შემდეგ, ქალაშიდა სიმსივნეების, ინფარქტებისა და სისხლჩაქცევების, ასევე ანთებითი და ატროფული პროცესების დროს. სინდრომისათვის დამახასიათებელია ექტრაპირამიდული დარღვევები: სახის მიმიკური კუნთების პარეზი, ჰიპო

Read More

ტრუნციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრუნციტი – (truncitis;   ანატ.  truncus   ღერო  +   – იტი) სიმპათიკური ღეროს ანთება; ვლინდება მწვავე ტკივილებით, პარესთეზიებით, ჰიპერჰიდროზით, ზოგჯერ ინერვაციის შესაბამისი ზონის ჰიპერემიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სხივური გვირგვინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სხივური გვირგვინი – (corona radiata)  ოოციტის გარსშემომხვევი, გამჭვირვალე ზონის გამჭოლი და მის ციტოლემასთან მიმდებარე ფოლიკულურ უჯრედთა მორჩების ერთობლიობა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პირველადი ხაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირველადი ხაზი – (linea primitiva) ჩანასახოვანი ფარის ექტოდერმის კაუდალური მიდამოს ექტოდერმის ცენტრალური ზონის შემსხვილებული ნაწილიდან გამოსახლებული უჯრედები, რომლებიც ქმნიან მეზოდერმას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოსტეოიდ – ოსტეომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოიდ – ოსტეომა – 1. (ბერძ. Osteon ძვალი +eidos სახე; სინ.: ოსტეოიდური ოსტეომა) ოსტეოგენური ბუნების კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ხასიათდება ოსტეოიდის წარმოქმნით მის ცენტრალურ ნაწილებში და ოსტეოსკლეროზის ზონის არსებობით მიმდებარე ძვლოვან ქსოვილში. ხშირია მამაკაცებში, 5 – დან 25 წლის ასაკამდე. სიმსივნე ჩვეულებრივ ლოკალიზდება გრძელ ლულისებრ ძვლებში, უპირატესად ბარძაყის

Read More