ზურგის ტვინის ინსულტი
ზურგის ტვინის ინსულტი
ზურგის ტვინის ინსულტი – ზურგის ტვინში სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევა.
ზურგის ტვინის ინსულტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. როგორც წესი, აღინიშნება ზურგის ტვინის ინფარქტები; სისხლჩაქცევები ძალიან იშვიათია. ინსულტის მიზეზი შეიძლება იყოს ექსტრასპინალური სისხლძარღვების ოკლუზია, საიდანაც დასაბამს ღებულობს ფესვურ – მედულური არტერიები, ან ინტრამედულური სისხლძარღვების უშუალო დაზიანება აღინიშნება არა უმეტეს 3% – ში. არაიშვიათად სისხლმიმოქცევის დარღვევა უკავშირდება აორტის პათოლოგიას; სხვა მიზეზებია: მიოკარდის ინფარქტი სისტემური არტერიული წნევის დაცემით, ფესვურ – მედულურ არტერიებზე ზეწოლა ვერტებრული ოსტეოქონდროზის ნიადაგზე, ხერხემლისა და ზურგის ტვინის სიმსივნეები. უმრავლეს შემთხვევაში ზიანდება წინა სპინალური არტერიის სისტემა, რომელიც სისხლით ამარაგებს ზურგის ტვინის წინა 2/3 .