Tag Archives: ზუსტდება

გულის ტამპონადა

გულის ტამპონადა – სითხის დაგროვება გულის პერანგში, რაც ხელს უშლის გულის საკნების საკმარის ავსებას დიასტოლის დროს და იწვევს გულის მწვავე უკმარისობის განვითარებას. ვლინდება არტერიული წნევის დაცემით, ტაქიკარდიით, კისრის ვენების გაბერვით, გულის ტონების მოყრუებით, ქოშინით, ღვიძლის გადიდებით, ფსიქომოტორულ აგზნებით, ცნობიერების დაბინდვით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით და ექოკარდიოგრაფიით. მკურნალობა – პერიკადიოცენტეზი. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო

Read More

ბადა-კიარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადა-კიარის სინდრომი – დაავადება, რომელიც განპირობებულია ღვიძლის მსხვილი ვენების თრომბოზის შედეგად ღვიძლიდან ვენური სისხლის გადინების შეფერხებით. გამოვლინება: ტკივილი მუცლის არეში, ზომიერი სიყვითლე, ასციტი და გადიდებული, მტკივნეული ღვიძლი. დიაგნოზი ზუსტდება სცინტიგრაფიითა და ულტრაბგერითი გამოკვლევით, კომპიუტერული ან კომპიუტერულ – რეზონანსული ტომოგრაფიით. მკურნალობა ოპერაციულია. კონსერვატულ თერაპიაში იყენებენ ანტიკოაგულანტებსა და ფიბრინოლიზურ

Read More