Tag Archives: თავბრუსხვევით

პოსტკასტრაციული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტკასტრაციული სინდრომი – (გინეკ.) პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვლინდება საკვერცხეების ქირურგიული გზით მოცილების შემთხვევაში. გამოიხატება შეხურებით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ზოგჯერ არტერიული წნევის მომატებით. დიაგნოზის დასმა ხდება ანამნეზის საფუძველზე (საკვერცხეების ოპერაციის გზით მოცილების ფაქტის არსებობა). მკურნალობა. ავადმყოფთა 60% – ს პოსტკასტრაციული სინდრომის გამოვლინება უკუვითარდება ერთი წლის განმავლობაში სპეციალური მკურნალობის

Read More

ნოტნაგელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნოტნაგელის სინდრომი – ხასიათდება თვალის კაკლების მოძრაობის ერთმხრივი ან ასიმეტრიული შეზღუდვით, ნათხემოვანი ატაქსიით, თავბრუსხვევით, ნისტაგმით. აღინიშნება შუა ტვინის ან ჯალღუზისებრი სხეულის სიმსივნეების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა