ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩაიდნის სინდრომი – თავზურგტვინის სითხის დაღვრა ცხვირიდან თავის წინ გადახრისას, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება დახლევებისა და გაჭინთვისას. აღინიშნება მაგ. ქალას ფუძის მოტეხილობის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიომენინგიტი – თავის ტვინის გარსების ანთება, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი წნულების პროცესში ჩართვით. მისი გამომწვევია ვირუსი. კლინიკურად ვლინდება თავის ინტენსიური ტკივილებით, თავის ტვინის გარსების გაღიზიანების სიმპტომებით, მაღალი ლიმფოციტარული პლეოციტოზით თავზურგტვინის სითხეში. შესაძლოა აღინიშნებოდეს აგრეთვე კანზე გამონაყარი, ალოპეცია, პნევმონია, პაროტიტი, ორქიტი, მიოპერიკარდიტი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; მკურნალობა სიმპტომატურია. პროგნოზი – კეთილსაიმედო.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეოლოგია (ბიორეოლოგია) – მეცნიერება, რომელიც იკვლევს სისხლის, თავზურგტვინის, სინოვიური და სხვა ბიოლოგიურ სითხეების მიმოქცევის პროცესებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლეოციტოზი – თავზურგტვინის სითხეში უჯრედების რაოდენობის გაზრდა, რომელიც აღინიშნება თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ნივთიერების ან მათი გარსების ანთებითი დაზიანებების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მიელოპოლირადიკულონევრიტი – ზურგის ტვინის, თავზურგტვინის ნერვებისა და მათი ფესვების ანთება, რომელიც ვლინდება პერიფერიული და ცენტრალური დამბლის კომბინაციით, მგრძნობელობის დარღვევით, მენჯის ორგანოების ფუნქციის დარღვევებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა